სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს ბიზნესის წარმოების მაღალი მაჩვენებელი აქვს

მსოფლიო ბანკის ანგარიშების თანახმად, საქართველოს მაღალი მაჩვენებელი აქვს ბიზნესის დაწყებისა და მისი წარმოების მიმართულებით. საქართველოში ამჟამად მყოფი ინვესტორები იზიარებენ ბანკის ოპტიმიზმს, მაგრამ საყურადღებო საკითხებს გამოყოფენ. სდჯკლსაფსდლფჯსლ
საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდი 2007 წელს კორპორაცია „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ ინიციატივით დაარსდა. ორგანიზაცია, 30 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით, სარისკო კაპიტალის საინვესტიციო ფონდია, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.
სდჯკლსაფსდლფჯსლ 2009 წლისთვის ფონდმა 21 მილიონი დოლარი გასცა ქართულ ბიზნეს ფირმებზე. მათი ნაწილი დღესაც წარმატებულად აგრძელებს საქმიანობას. თუმცა, 2010 წლის ბიუჯეტიდან ფონდს ჯერ კიდევ დარჩენილი აქვს დაახლეობით 9 მილიონი დოლარი, რომელიც ჯერ არ არის განაწილებული.
სდჯკლსაფსდლფჯსლ მიუხედავად იმისა, რომ ფონდში საკმარისი რაოდენობით შედის განაცხადები დაფინანსების მოთხოვნით, ფონდი მეწარმეებს ხშირად არ აფინანსებს, რასაც გარკვეული მიზეზები აქვს. პირველ რიგში, ეს არის დანახარჯების ოპტიმიზაციის საკითხი, რომელსაც ქართული ბიზნესი თითქმის ყოველდღიურად აწყდება. სდჯკლსაფსდლფჯსლ
საინვესტიციო ფონდის ინფორმაციით, საქართველოს საუკეთესო გარემო და მდებარეობა აქვს იმისთვის, რომ ქართული ნაწარმი მთელი კავკასიის ბაზარზე გავიდეს, რომელსაც დაახლოებით 40 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
სდჯკლსაფსდლფჯსლ ფონდში მიიჩნევენ, რომ კონკურენცია და მოგების პროცენტი საქართველოში დაუჯერებლად მიმზიდველია. ანუ კონკურენცია უაღრესად დაბალია, ხოლო მოგების პროცენტი - უზომოდ მაღალი.
სდჯკლსაფსდლფჯსლ მიუხედავად ბიზნესგარემოს მიმზიდველობისა, ინვესტორები აღნიშნავენ, რომ ქართულ ბიზნეს გარემოს „დახვეწილობა“ აკლია. საქართველოში აქვთ იდეები და წარმატების სურვილი, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია დასახვეწი ისეთი კონკრეტული უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა ბუღალტერია, ბიზნესის ტექნიკური ადმინისტრაცია, გრძელვადიანი დაგეგმარება და მოთმინება. პრობლემას წარმოადგენს ის საკითხიც, რომ ამჟამად, საქართველოში არ არის უწყება, რომელიც პროდუქციას ევროპული სტანდარტების შესაბამისად შეამოწმებს, და მას საექსპორტო ნებართვას მისცემს. შესაბამისად, ევროპული ბაზარი ქართულ პროდუქციას ვერ მიიღებს.
სდჯკლსაფსდლფჯსლ ქართული ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე მენეჯმენტის სისუსტეცაა. ექსპერტების აზრით, მოთმინებისა და თავმდაბლობის დანერგვას ქართველი საქმოსნების მიერ, საბაზრო ეკონომიკური პრინციპების გათავისება შეუწყობს ხელს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100