მიშას საცივი უყვარს, სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა და ის ჭამა - ნინო ნადირაძე
მიხეილ სააკაშვილის პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა კლინიკა ,,ვივა მედის" დირექტორმა, ნინო ნადირაძემ, განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტთან მნახველებს უვარგისი საკვები შეაქვთ.
ნინო ნადირაძე ადასტურებს, რომ თუ გემრიელ საკვებს მიუტანენ, მიხეილ სააკაშვილი მას უპრობლემოდ იღებს.
დაანებეთ მისი სუიციდის მცდელობას თავი, არავინ შედის და არ ეუბნება, მისა ჭამე. სხვათა შორის, მას საცივი უყვარს, სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა და ის ჭამა. სოფოსგანა მაქვს დასტური ამის შესახებ.
ახალ წელს მშვენივრად მიირთვა, ხაჭაპურიც უყვარს, გემრიელი საჭმელები უყვარს. როცა მასთან ყოველდღე შემოაქვთ ერთი ცალი კვერცხი, გაბლიგვებული ნაცრისფერი მჭადი, მაღაზიის სოკოს შილაფლავი ცივი და 4 ცალი სალათის ფურცელი, შენ ამით დადებით შედეგს ვერ მიიღებ - განაცხადა ნინო ნადირაძემ.
კომენტარი