ლევან ხაბეიშვილის პირველ კომენტარი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლადარჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
ხაბეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც მიხეილ საკაშვილის მორიგ სასამართლო პროპცესს დაესწრება:
ახლა ვართ პრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლოზე, მნიშვნელოვანი არის პრეზიდენეტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, 14:00-ზე ბრიფინგს გავაკეთებთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში.
ახლა ჩემთვის, ჩემი თანამებრძოლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს, რაც ეხება პრეზიდენტს სააკაშვილს, მის ჯანმრთელობას და მის გადარჩენას, ამიტომ, დღეს ანუ აქ სასამართლოზე სხვა განცხადებას არ და ვერ გავაკეთებ, ბოდიშს გიხდით, 14:00-ზე საზოგადოებას ჩვენი გუნდი სპეციალურ ბრიფინგზე მოგახსენებთ არჩევნების შესახებ.
კომენტარი