ცნობილი რეჟისორი ჯოელ შუმახერი გარდაიცვალა
ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, ჯოელ შუმახერი 80 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Variety-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა.
1995 წელს ჯოელ შუმახერმა ფილმი „ბეტმენი სამუდამოდ“ გადაიღო, რომელშიც ისეთი მსახიობები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან ველ კილმერი, ტომი ლი ჯონსი, ჯიმი ქერი და ნიკოლ კიდმანი. 1997 წელს კი ბეტმენზე კიდევ ერთი ფილმი გადაიღო - „ბეტმენი და რობინი“, რომელშიც მთავარი როლი ჯორჯ კლუნიმ შეასრულა.
კომენტარი