სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიევში საქართველოს და რუსეთის პატრიარქების შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ ქართული ეკლესიის კანონიკური ტერიტორიებია - განაცხადა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილმა. „ სრულიად ნათელი და გასაგებია, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე, საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური იურისდიქცია ვრცელდება“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პატრიარქმა. ეს საუბარი საქართველოსა და რუსეთის ეკლესიების საჭეთმპყრობელთა შეხვედრის შემდეგ შედგა. შეხვედრა კი, როგორც ცნობილია, კიევში გაიმართა.

პატრიარქ კირილის აზრით, ამ დროისათვის, არსებობს გარკვეული „კანონიკური უწერსიგობა“. აფხაზეთის ახლო წარსულის მოვლენებმა კი დაადასტურა, რომ ეს უწესრიგობა ადამიანთა სულიერ ცხოვრებას ვნებს. მისივე თქმით, ორი პატრიარქი საუბრის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. „როდესაც ქვეყნებს შორის ურთიერთობები სუსტდება, ეკლესიებმა ეს ურთიერთობები უნდა გააძლიერონ“ - აღნიშნა მან და აქვე დასძინა, რომ ბედნიერია, რადგან უამრავ სხვადასხვა საკითხზე, მათ ერთგვაროვანი აზრი გააჩნიათ.

თავის მხრივ, ილიამ მეორემ რუსეთის პატრიაქს, კიევში მიწვევისა და აფხაზეთ-სამაჩაბლოში ქართული ეკლესიის იურისდიქციის კიდევ ერთხელ დადასტურებისათვის, მადლობა უთხრა. „მე პირველად ვიმყოფები ამ წმინდა ქალაქში. ქალაქიც, ქვეყანაც და ხალხიც საუკეთესო შთაბეჭდილებას ახდენს. ჩვენი მოლაპარაკებები, იმედია, ნაყოფს გამოიღებს და ის საკითხები, რომლებიც საქართველო-რუსეთის ეკლესიების წინაშე დგას, კერძოდ, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პრობლემები, გადაწყდება. კეთილი ურთიერთობებით ჩვენ ამას შევძლებთ“ - დასძინა საქართველოს პატრიარქმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100