სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბაქრაძეა ის სამართალდამცველი, რომელიც შშმ მოზარდს გამეტებით სცემდა" - მოძალადე პოლიციელების ვინაობა ცნობილია

ნუგზარ ბაქრაძე და კახაბერ ბაკაშვილი - მოძალადე პოლიციელების ვინაობა ცნობილია. ბაქრაძეა ის სამართალდამცველი, რომელიც შშმ მოზარდს გამეტებით სცემდა, ხოლო ბაკაშვილია პოლიციელი, რომელიც გულგრილად უყურებდა მძიმე კადრებს.

ორივე დაკავებულია და დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან, ჯერჯერბოთ უცნობია მათი პოზიცია, აღიარებენ თუ არა დანაშაულს.

ნუგზარ ბაქრაძეს ედავებიან დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, ხოლო კახაბერ ბაკაშვილს - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

არაა გამორიცხული, მუხლი და კვალიფიკაცია საქმის მასალების სრულად გაანალიზებისა და გაცნობის შემდეგ, შეიცვალოს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაცით, ბრალდებულები პოლიციამ საცხოვრებელი სახლებიდან, გუშინ, გვიან ღამით აიყვანა.



წყარო:მთვრი არხი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100