სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ ხდება ევროვიზიაზე ხმების გაყიდვა? (ჟურნალისტური გამოძიება)

„ხმების გაყიდვა ევროვიზია 2013-ზე“ სკანდალურ სტატიას აღნიშნული სათაურით www.spletnik.ru ავრცელებს. Droni.ge აღნიშნული სტატიის თარგმანს გთავაზობთ.

„ეს ისტორია შაბათ საღამოს დაიწყო, ჩვენს რედაქციას დაუკავშირდნენ სტუდენტები, რომლებსაც უცხო პირებმა მარტივი გზით ფულის შოვნა შესთავაზეს. მოლაპარაკების პირობები კი შემდეგნაირი გახლდათ: სტუდენტები მიიღებდნენ თანხით დატვირთულ სიმბარათებს, საიდანაც უნდა განეხორციელებინათ ზარები ევროვიზიაზე აზერბაიჯანის მხარდასაჭერად. ანაზღაურების სახით კი ისინი 20 ევროს მიიღებდნენ.

სტუდენტების ნაამბობის შემდეგ აზერბაიჯანისთვის ხმების ყიდვის მსურველებთან შესახვედრად კამერებითა და დიკტოფონებით შეიარაღებული ჟურნალისტები წავიდნენ. შეხვედრა ერთ-ერთ კაფეში შედგა, მედიის წარმოამდგენლებს საიდუმლო სქემის დეტალების გასაგებად 10-15 წუთი დასჭირდათ.

ხმების შეძენის მსურველთა წარმომადგენელმა, ვინმე სერგეიმ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ მათი მიზანი იყო ადამიანთა რაც შეიძლება მეტი ჯგუფის მოგროვება, რომლებიც აზერბაიჯანს გამარჯვებაში დაეხმარებოდნენ. მედიის შენიღბულ წარმომადგენლებთან სერგეიმ დაიტრაბახა კიდეც, რომ უკვე ჰყავდა 8-10 ასეთი ჯგუფი და კიდევ გეგმავდა მათი რაოდენობის გაზრდას. მას არც ის დაუმალავს, რომ ევროვიზიაზე აზერბაიჯანის გამარჯვებისთვის მსგავსი პროცედურები წელს ევროპის 15 ქვეყანაში ხორციელდებოდა.

სერგეისავე განცხადებით ევროვიზიას წესების დაცვით დიდი ხანია აღარავინ იგებს და ხმების შეძენით თითქმის ყველა ქვეყანაა დაკავებული. „ - წერს www.spletnik.ru. სტატიას თან ახლავს ვინმე სერგეისთან შეხვედრის ამსახველი კადრებიც, რომელიც ფარული კამერითაა გადაღებული

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100