ის, რაც შვილებს არასდროს არ უნდა უთხრათ
“ბავშვების აღზრდა დიდ გამბედაობას მოითხოვს “,- წერდა ჯონ სტეინბეკი თავის წიგნში „სამოთხიდან აღმოსავლეთით“.ჩვენ საკმაოდ ხშირად ვსაჭიროებთ გაბედულებას როცა საქმე სიყვარულს, აღზრდასა და თუნდაც ლიდერობას ეხება. ზოგჯერ სწორედ გაბედულებაა ის გასაღები, რომელიც ყოველი დღის გადატანაში გვეხმარება.
თუმცა ყველაზე რთული მაინც საკუთარ თავში იმ გაბედულების აღმოჩენაა,რომელიც შეგვაძლებინებდა იმის აღიარებს,რომ არასწორად ვიქცევით, რომ ზოგჯერ ჩვენც ვცდებით.სასოწარკვეთის, იმედგაცრუების, გულისტკენის ჟამს გაუაზრებლად წამოსროლილი სიტყვებით რამდენჯერ გვიტკენია ადამიანებისთვის გული, რამდენჯერ გვინანია უკვე ნათქვამი.
ჩვენ არ შეგვიძლია ნათქვამი სიტყვების უკან წაღება , მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ისინი ახლა.
ქვემოთ მოცემულია 25 რამ, რაც თქვენს შვილებს არასდროს არ უნდა უთხრათ :
“არ გაბრაზდე/მოიწყინო/აღელდე“
იმის მაგივრად რომ მკაცრად აუკრძალოთ ამა თუ იმ ემოციის გამომჟღავნება. ასწავლეთ თქვენს შვილებს ის, თუ როგორ აკონტროლონ თავიანთი ემოციები, როგორ იმუშაონ საკუთარ თავზე. გახსოვდეთ ,რომ „We can’t help the way we feel.“
„შენ ბევრად უფრო კარგი მკითხველი ხარ , ვიდრე კევინი“
არასდროს შეაგულიანოთ თქვენი შვილები იმისთვის, რომ მათ თავიანთი თავი სხვებს შეადარონ. ასწალეთ მათ, რომ კონცენტრირდნენ მხოლოდ საკუთარ თავზე, შესაძლებლობებსა და განვითარებაზე.
“შენ ყველაზე სრულყოფილი ხარ“
მსგავსი რამ მათ ხშირად აფიქრებინებთ იმას, რომ თქვენ მისგან მხოლოდ სრულყოფილებას ელით ,რომ მათ შეცდომების დაშვების უფლება არ აქვთ. ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევაზე დაყრდნობით, მსგავსი მიდგომა ბავშვების თვითშეფასების დაქვეითებას უწყობს ხელს , მათ ე.წ. წარუმატებლობის შიში უვითარდებათ.ნუ მოელით მათგან სრულყოფილ გადაწყვეტილებებს, თავიანთი შეცდომებიანად შეიყვარეთ ისინი .
„რატომ არ შეგიძლია შენც კლერის მსგავსი იყო?“
თქვენი შვილი უნიკალური, მშვენიერი და განსაკუთრებულია. გააკეთეთ ყველაფერი, შეაგულიანეთ ისინი,რომ გამოამჟღავნონ მათში არსებული საუკეთესო თვისებები, იპოვონ საკუთარი თავი . იმის მაგივრად, რომ მოსთხოვოთ სხვების მსგავსნიგახდნენ, დაეხმარეთ მათ იყვნენ „the best version of themselves“.
„ძვირფასო, მე შენთვის უარის თქმა არ შემიძლია“
ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. არასდროს შეშინდეთ თუ მისთვის რაღაცაზე უარის თქმა გიწევთ, ეს მათ მომავალში საუკეთესო თვისებების განვითარებაში დაეხმარებათ.
„ ვიცი ,რომ შენი ძმისთვის სულაც არ გინდოდა ხელი გეკრა“
იმის მაგივრად რომ ახსნა განმარტებების ძიება დაიწყოთდაუშვით ,რომ ეს მან გააკეთა, რომ მას ეს უნდოდა. შეეცადეთ ამ ყველაფრის უკან მდგარი მიზეზის გამორკვევას.
„ხომ გეუბნებოდი!“
როგორ მოგეწონებოდა შენ, როგორც მოზარდს მსგავსი რამის მოსმენა? ისინი ისედაც ღელავენ , განიცდიან ჩადენილ შეცდომებს , ცდილობენ მათ დავიწყებას , თქვენ კი გამუდმებით მის შეხსენებას ცდილობთ. ამის მაგივრად, დაეხმარეთ მათ ისწავლონ თავიანთი შეცდომებისგან.
„შენი თავის უნდა გრცხვენოდეს“
მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, მსგავსი შემთხვევის შემდეგ მოზარდები უფრო აგრესიულები ხდებიან და უტიფრად იქცევიან.
„ჩვენს ოჯახში ბავშვებს სულ ასე ვზრდიდით და ამ აღზრდას ყოველთვის კარგი შედეგი გამოჰქონდა“
აწმყოში რაღაცის კეთება მხოლოდ იმიტომ,რომ მას წარსულში დადებითი შედეგი ჰქონდა, ყოველთვის კარგი არ არის.
„ რადგანაც აქ ცხოვრობ, მოგიწევს ჩემს წესებს დაემორჩილო“
ამ მუქარამ სრულებით შესაძლებელია თქვენი შვილის სახლიდან გაქცევაც კი გამოიწვიოს,რადგან ამის შემდეგ ისინი საკუთარ სახლში თავს დატყვევებულად იგრძნობენ.
„ისე ნუ გამაკეთებინებ,რომ საერთოდ ჩავშალო ეს წვეულება/გაგზავნო სამხედრო სასწავლებეში/ ჩამოგართვა მანქანა“
ხშირ შემთხვევაში მსგავს „დაპირებებს“ არ ვასრულებთ ხოლმე. გახსოვდეთ, რომმუქარის არშესრულებლობით, მისი სისრულეში არ მოყვანით ,თქვენივე სანდოობას ძირს თქვენვე უთხრით. ამიტომ არასდროს „დადოთ“ ისეთი „დაპირებები“,რომელთა შესრულებაც თქვენს ძალებს აღემატება.
„იმიტომ,რომ მე ვთქვი ასე!“
თუ თქვენი შვილი რაიმეს ვერ გაიგებს და ახსნას მოგთხოვთ
ყოველთვის გამოყავით დრო იმისთვის, რომ კარგად გააგებინოთ ,თუ რატომ უნდა მოიქცეს ისე,როგორც
თქვენ ეუბნებით მას.თავად თქვენ მოგეწონებოდათ ან დაემორჩილებოდით ისეთ წესსა და კანონს,რომელსაც
ვერ ხვდებით ან არ ეთანხმებით?
„შენ მაბრაზებ/იმედს მიცრუებ/მაღიზიანებ“
თქვენი შვილი თქვენს ემოციებზე პასუხს არ აგებს.მსგავსი
ფრაზებით თქვენ მათ ასწავლით ,აიღონ პასუხისმგებლობა
იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს მათი განწყობა სხვების ემოციებზე.ამის მაგივრად დაეხმარეთ
მათ იმუშავონ საკუთარ თავზე, განაგდონ უარყოფითი გრძნონები და ემოციები.
„ახლა რაღა გინდა, რაღა გჭირდება?“
ასწავლეთ თქვენს შვილებს ,რომ მათი საჭიროებები მნიშვნელოვანია.ეს მათ ისეთ მოზარდებად ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ ,რომლებსაც საკუთარ თავზე ზრუნვა ძალუძთ.
„ბავშვივით იქცევი“
თქვენი შვილი დეპრესიაშია? ნერვიულობს? განადგურებულია?გაღიზიანებულია?დამწუხრებულია? ნუ შეგრცხვებათ მათი.
„უფროსებს ამის გაკეთების არ ეშინიათ“
აგდებულად ნუ შეხედავთ იმას, რომ მათ ეშინიათ, პირიქით, ასწავლეთ შიშთან გამკლავება.
„იჩქარე“
ეს საკმაოდ ცნობილი ,მაგრამ არაეფექტური ფრაზაა. მას თქვენი
შვილის დაჩქარება სრულებითაც არ ძალუძს,პირიქით, ის უფრო მეტად ძაბავს მათ.
„კარგად
ხარ!“
მიეცით თქვენს შვილს იმის საშუალება თავად გადაწყვიტოს,როგორ გრძნობს თავს.
„დამშვიდდი. აქ სანერვიულო არაფერია“
შესაძლოა თქვენ სიცილადაც კი არ გყოფნიდეთ არსებული,მაგრამ ის მნიშვნელოვანია თქვენი შვილისთვის.თუ
გსურთ,რომ როცა გაიზრდებიან თავისუფლად მოვიდნენ თქვენთან სასაუბროდ, ისწავლეთ მათი
მწუხარების გაზიარება, მათთვის ეს მნიშვნელოვანია.
„შეწყვიტე
ტირილი“
ბავშვები თავიანთი გრძნობების გამოხატვას საჭიროებენ. ნუ ეტყვით,რომ დაფარონ ისინი.
„შეჭამე ბროკოლი. ის შენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია“ ჩიკაგოს უნივერსიტეტის კვლევებმა დაადასტურა,რომ მსგავსი მიდგომა მათ აიძლებთ იფიქრონ,რომ ჯანმრთელი საჭმელი ყოველთვის უგემურია.„მე ამას ვერ შევჭამ, დიეტაზე ვარ“ ჩვენ,ყველას, სხვადასხვა იდეალები და წარმოდგენები გვაქვს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს სხეულის იდეალური ფორმა, თუმცა, მათი შვილებისათვის გაზიარება სრულებითაც არ არის საჭირო. ეცადეთ თქვენი შვილებისთვის იყოთ მაგალითი იმისა, რომ ყველა ადამიანი განურჩევლად წონისა, მშვენიერია და რომ უნდა მივიღოთ და შევიყვაროთ საკუთარი თავი ისეთი,როგორიც ვართ.
“ბევრი ნაყინი გაგასუქებს“
ბედნიერება და ჯანმრთელობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია , ვიდრე ის თუ როგორ გამოვიყურებით.“Your children are beautiful exactly as they are.“
“დღესშენს მიზანს მიაღწიე, რა მაგარია! იმედია შემდეგზეც ასე იქნება“ გაიზიარეთ, იზეიმეთ წარმატებები მათთან ერთად. არასდროს დააკნინოთ ისინი , უკეთესის მოლოდინში.
„დღეს არაჩვეულებრივი
იყავი, რატომ არ შეგიძლია სულ ასეთი იყო?“
შეუქეთ მათ
კარგი ქცევები, ნუ გააუფასურებთ მათ თქვენივე სიტყვებით.
„მშობლებმა შვილებს კარგი მაგალითი უნდა მისცენ და სწორ გზაზე დააყენონ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება იმისა, თუ როგორ მოიქცევიან ისინი მაინც მათივე ხელებშია“.- ამბობდა, ანა ფრანკი. მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის ,რომ თავიანთი შვილები სწორ გზაზე დააყენონ, ჩაუნერგონ სიბრძნე ,ასწავლონ სიყვარული, პატივისცემა, თუმცა, მათ არ შეუძლიათ იმის კონტროლი რა იქნება, რა მოხდება ბოლოს.
წყარო :I Heart Intelligence
კომენტარი