სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვერ გაიგებ, სასაცილოა თუ ტრაგიკული - "ღორის ქელეხში" არდაპატიჟების გამო მეზობლები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ორი მეზობელი ერთმანეთს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდა, რაც ერთმა მათგანმა ღორი დაკლა და მეორე არ დაპატიჟა.

შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისში მოხდა. ადგილობრივმა, რომელმაც მიპატიჟება ვერ მიიღო, ღორის პატრონს ცხვირი გაუტეხა.

დაპირისპირებული მეზობლები ადგილობრივებმა გააშველეს და პოლიცია გამოიძახეს. გორის პოლიციის თანამშრომლებმა ფაქტის გამოძიება დაიწყეს.

შსს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 - ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100