სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა

მე მტკივა, შენ გტკივა - ეს საერთო ქართული ტკივილია....

„აგვისტოში მე ვნახე ნამდვილი ომი. ჩემი თვალით ვნახე, როგორ დაიბომბა ჩემი ქალაქი, დაინგრა და დაიწვა შენობები, დაიხოცა ხალხი. მე ვნახე ქალი, რომელმაც მკვდარი შვილის დაკრძალვაც ვერ მოასწრო“.

„ეს ყველაფერი, ეს რუსები, ეს ომი, მეგონა რომ საშინელი კოშმარი იყო, მაგრამ ეს არც კოშმარი იყო და არც სიზმარი. ყველაფერი რეალობაში მოხდა, ბომბებს მართლა ყრიდნენ, სახლებს მართლა წვავდნენ და მართლა ხოცავდნენ ხალხს“.

„ჩემი თვალით დავინახე, როგორ ბომბავდნენ ჩემს საქართველოს: გორს, კარალეთს, ტყვიავს“.

„პირველი ბომბი რომ ჩამოაგდეს, გარეთ ვიყავი, გავიგე დიდი ხმა და ისტრიბიწელმა გადაიფრინა. მესმოდა როგორ იმსხვრეოდა მინები, როგორ ყვიროდნენ, როგორ გარბოდა ხალხი“.

„ყველაზე ძალიან მაშინ შემეშინდა როცა გავიგე კომბინატის დასახლება აღარ არსებობსო, რადგა კომბინატში ჩემი სახლია. სახლში მამა და ბებია იყვნენ“!

„მე მჯერა რომ აღარასოდეს გამოვცდით ომის საშინელებას“- მათ საკუთარი თვალით ნახეს აგვისტოს ცრემლები და ცეცხლში გახვეული ქართული მიწა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100