500 Startups-ის აქსელერაციის მეორე, ინტენსიური ეტაპი დაიწყო
2 თებერვალი, 2021- მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი, 500 Startups-ი, კვლავ განაგრძობს აქსელერაციის პროგრამას. კომპანია საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით შემოვიდა. აქსელერაციის მეორე, 6 კვირიანი ინტენსიური ეტაპი უკვე დაიწყო და ის 12 მარტამდე გაგრძელდება. Activechat, Agrolabs, B2C.GE, Corebook, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, YouTravel.me - ეს იმ სტარტაპების ჩამონათვალია, რომლებიც საკუთარი იდეების დახვეწას მენტორებთან ერთად გააგრძელებენ.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით
5 სტარტაპი, Payze, Agrolabs, Youtravel.me, Kvalifika, Corebook, დამატებით ინვესტიციას
მიიღებს. მათგან 2 კომპანია კი აქსელერაციის ფინალურ ეტაპზე Silicon Valley-ში
წასასვლელად immersion
program - ში მონაწილეობისთვის საგზურს მოიგებს.
აღსანიშნავია, რომ ამ ხუთ კომპანიასთან ერთად ინტენსიური პროგრამის კიდევ 5 წევრი (Activechat, B2C.GE, Kernel, My Nanny, Simpolium) მიიღებს შესაძლებლობას, „Demo Day”- ზე ინვესტორების წინაშე წარსდგნენ.
პროექტი 500 Startups რეგიონის მასშტაბით 500 Georgia-ს სახელით ხორციელდება. პროგრამაში ჩართულ სტარტაპებს შორის კი ოთხი უცხოური კომპანიაა. მათ შორის: ლატვიის, უკრაინისა და ესტონეთის ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ 10 კომპანიიდან, 4-ის თანადამფუძნებელი ქალია.
„სასიხარულოა, რომ ჩვენი პარტნიორობით, საქართველოში აქსელერაციის გლობალური პროგრამა, 500 Startups-ი ხორციელდება. პროექტის მეშვეობით სტარტაპებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ მენტორინგი მსოფლიოში წამყვანი კომპანიის დამფუძნებლებისგან და დახვეწონ საკუთარი ბიზნეს იდეები, რათა შეძლონ გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება. პროგრამაში ჩართული 10 სტარტაპიდან 5 დამატებით ინვესტიციას საქართველოს ბანკისგან მიიღებს. საბოლოოდ კი, 2 რჩეული კომპანია სან ფრანცისკოში, სილიკონ ველიზე გაემგზავრება. გვჯერა, რომ 500 Georgia უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს წარმატებული კომპანიების შექმნასა და გლობალური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს, როგორც საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყნის იმიჯს“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
ინფორმაციისთვის, მეორე ეტაპისთვის 500 Startups-მა, როგორც საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილი 140 აპლიკაციიდან 14 სტარტაპი შეარჩია. 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის იანვრამდე, შერჩეულმა კომპანიებმა Foundations Bootcamp და Remote Experimentation პროგრამები გაიარეს. 2,5 თვის პერიოდის მანძილზე სტარტაპ დამფუძნებლებთან მუშაობის საფუძველზე, 500 Startups-მა შეაფასა კომპანიების საბაზრო პოტენციალი, ზრდის მაჩვენებლები და გუნდის პროგრამაში ჩართულობის ხარისხი. კომპანიების უმრავლესობამ შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა, თუმცა საბოლოოდ, შემდეგ ეტაპზე 14-დან 10 სტარტაპი გადავიდა.
კომენტარი