სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გრცხვენიათ თუ არა, რომ თქვენ შელახეთ პოლიციელის მუნდირი?" - რომან გოცირიძე გიორგი გახარიას

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშით წარსდგა, რის შემდეგაც კითხვა-პასუხის რეჟიმი დაიწყო. მინისტრს კითხვა დაუსვა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ:

„ბატონო გიორგი, თქვენ ახლა დაინახეთ ძალიან თვალთმაქცური და სასაცილო ტაქტიკა უმრავლესობის, რომელებმაც გადაწყვიტეს, რომ თურმე დაასწრონ ოპოზიციას და დასვან ყველა მწვავე შეკიტხვა, რაც კი არსებობს თქვენს მიმართ და ხელისუფლების მიმართ და ლამის ქვეყანაში ჩადენილი ყველა დანაშაული მოისმინეთ მაგათი ენით და დღეს აქ ეს ადამიანები ღვრიან ნინაგის ცრემლებს, როდესაც ესენი აფარებდნენ ხელს და ხელს გვიშლიდნენ იგივე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაში, როგორიც იყო აფგან მუხთარლის საქმე, როგორიც იყო ჩატაევის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და შემდგომ უკვე ეხება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობას. ეს ადამიანები იყვნენ წინააღმდეგი, რომ ნათელი მოჰფენოდა მთელ ამ დანაშაულებებს და ახლა დგანან და შეკითხვებს გისვამენ ნაღვლიანი სახეებით. მაგრამ ერთი შეკითხვის დასმა მაინც ვერ გაბედეს, რომელიც მათ ტაქტიკაში ვერ ჩაჯდა: ბატონო გიორგი, როგორ ხსნით იმას, რომ ამ არჩევნებში პოლიცია, პატრული, გვერდით სულ ხუთიოდე დაშორებით, პირადად ჩემს საარჩევნო უბანში ქუჩის წვრილფეხა კრიმინალებთან ერთად? მსხვილფეხა ელემენტები შემდეგ ტელეფონის ხაზით, საზღვარგარეთიდან, ქურდები და მოქურდო ელემენტები მართავდნენ საქართველოში საარცევნო პროცესს და რომლის გვერდითაც იყო სწორედ თქვენი უწყების წარმომადგენლები? გრცხვენიათ თუ არა იმის გამო რომ ტქვენ შელახეთ პოლიციელის მუნდირი?“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100