სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რიჩარდ ნორლანდი: ნატოში გაწევრიანების მიზანი საქართველოსთვის უცვლელი რჩება

ახალ მთავრობაში არის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"როგორც პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს აქვთ მისწრაფება, რომ საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანდეს. ეს საკითხი უცვლელი რჩება და საბოლოო მიზანი ნატო-ში გაწევრიანებაა.

სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს ჰქონდა საუბარი მიხეილ სააკაშვილთან, მას ასევე საუბარი ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან. ეს იყო მისთვის შესაძლებლობა, რათა მინისტრისთვის მიელოცა დანიშვნა აღნიშნულ თანამდებობაზე.

საუბარი იყო იმ პროგრესზე, რომელსაც აღწევს საქართველო უკანასკნელ პერიოდში. ასევე, განიხილეს ის გზები, რითაც შეიძლება მოხდეს ამ პროგრესის ასახვა დეკემბერში, ნატო-ს შეხვედრის დროს",-განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100