სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ნადირაძე სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა

ირაკლი ნადირაძე სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა. რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდეგ მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა და ოპოზიციონერი ლიდერი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

ოპოზიციონერ ლიდერს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის პოზიტიური არ იქნებოდა

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესზე 4 პოლიციელი დაიკითხა. ირაკლი ნადირაძის განცხადებით, სამართალდამცველებმა სხდომაზე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ნადირაძე გლდანში, ირაკლი ეძგვერაძის სახლთან 4 სექტემბერს დააკავეს. კოალიცია "ერთიანობის" ლიდერს, ირაკლი ნადირაძეს სამართალდამცველებისთვის ხელის შეშლას ედავებოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100