სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ყველა მართლმადიდებელ ძმებს და დებს ბოდიშს მოვუხდი, რომელთა ღონისძიება ჩაიშალა” - დიანა ღურწკაიამ ქართველების სახელით რუსებს ბოდიში მოუხადა

დიანა ღურწკაია თბილისში მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დადებითად და მეგობრულად არის რუსების მიმართ განწყობილი. მომღერლის სიტყვებს რუსული “ვზგლიადი” ციტირებს

“მე დღეს დავბრუნდი საქართველოდან, სადაც მამა მოვინახულე. მინდა გითხრათ, რომ კოლოსალური განსხვავებაა დემონსტრანტებსა და ქვეყნის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შორის”.

“ჩემთან ქუჩაში ერთი კაცი მოვიდა, რომელიც უნივერსიტეტის მასწავლებელი აღმოჩნდა და რომელმაც მითხრა, რომ თუკი მთავრობას არა აქვს ტაქტი და გაგება, მაშინ მას პირადად სურს ბოდიში მოიხადოს. მე, როგორც ქართველი, ვუერთდები მის სიტყვებს და ყველა მართლმადიდებელ ძმებს და დებს ბოდიშს მოვუხდი, რომელთა ღონისძიება (დასვენება) ჩაიშალა” – ამბობს მომღერალი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100