დავით მაყიშვილის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას ერთ-ერთი ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევია
უკრაინაში მებრძოლი თადარიგის პოლკოვნიკის, დავით მაყიშვილის ინფორმაციით სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ლიკვიდირებული, ლაფანყურის ოპერაციის დროს დაკავებული და სასამართლოდან 2013 წელს გათავისუფლებული ახმედ ჩატაევია. შეგახსენებთ, რომ გათავისუფლების შემდეგ ჩატაევი სირიაში ისლამური ხალიფატის მიერ გამოცხადებულ ვიდეოში გამოჩნდა. მოგვიანებით ახმედ ჩატაევი აშშ-მ განსაკუთრებით საშიშ ტერორისტთა სიაში შეიყვანა.
"არჩევანში" ჩართვისას დავით მაყიშვილმა განაცხადა, რომ მან რამდენიმე წლის წინ გაიცნო ჩეჩნური დაჯგუფების მებრძოლი, რომელიც უკრაინის მხარეს ომობდა და მან ნახევარ საათის წინ უთხრა, რომ ამ ოპერაციის შედეგად განადგურებულია ახმედ ჩატაევი და მისი დაცვის წევრები.
თადარიგის პოლკოვნიკი აცხადებს, რომ წყარო, რომელმაც მას ეს ინფორმაცია მიაწოდა, მეგობრობდა ერთ-ერთი დაჯგუფების წევრთან, რომელიც ახმედ ჩატაევს ახლდა თბილისში.
კომენტარი