კობა დავითაშვილი გარდაიცვალა
49 წლის ასაკში გარდაიცვალა პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო ალადაშვილის სახელობის კლინიკაში იყო მოთავსებული. მას ე.წ. ბეხტერევის დაავადება ჰქონდა და 25 ნოემბრიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
კობა დავითაშვილს ე.წ. ბეხტერევის დაავადება 2017 წელს დაუდგინდა.
„ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე კობა დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის 4 მოწვევის დეპუტატი და თბილისის საკრებულოს წევრი იყო. აქტიური პოლიტიკური საქმიანობა მან 2013 წელს შეწყვიტა.
კომენტარი