სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქორწილის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ....“ -რა ხდება 46 წლის ჯენიფერ ლოპესსა და მის 28 წლის ბოიფრენდს შორის?

ელენ დეჯენერსის შოუში, მხიარულმა და ყველასთვის საწყვარელმა ტელეწამყვანმა პოპ ვარსკვლავ ჯენიფერ ლოპესს პირად ცხოვრებაზე ცოტაოდენი რამ წამოაცდნენინა.

საუბარი თავიდან საახალწლო საჩუქრებზე იყო და ჯეილომ თავისუფლად უპასუხა ელენს, რომ საყვარელ მამაკაცს კასპერ სმარტს ახალი სმოკინგი უყიდა, რომელიც კასპერს ჯენიფერის ახალი შოუს პრემიერაზე გამოადგება.

„შემთხვევით ქორწილშიც ხომ არ დასჭირდება შენს ბოიფრენდს ეს კოსტუმი“ - ჰკითხა ელენმა და ჯეილოს პირად საკითხებზეც მოუწია საუბარი.

„არა, არა არანაირი ქორწილი. მე მომწონს ქორწილები, მართლაც სიამოვნებით გადავიხდიდი ლამაზ ცერემონიალს, ლამაზი კაბა და ა.შ. მაგრამ ახლა ასე სჯობს. ისედაც ბედნიერი ვარ და ურთიერთობის დაკანონება არ მჭირდება“ - განაცხადა მომღერალმა.

ცნობისთვის 46 წლის ჯენიფერ ლოპესი და 28 წლის მოცეკვავე კასპერ სმარტი ერთად 2011 წლიდან არიან. კასპერს ჯეილოს შვილებთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. 2014 წლის ზაფხულში ისინი დაშორდნენ, რის მიზეზიც სავარაუდოდ კასპერის ღალატი იყო, მაგრამ 9 თვიანი განშორების შემდეგ ჯენიფერმა საყვარელ მამაკაცს ღალატი აპატია და მათი ურთიერთობაც აღდგა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100