სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რეი მაბუსი: "საქართველო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი უძღვება, სრულად დემოკრატიული ქვეყანაა"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის საზღვაო ძალების აკადემიას სტუმრობდა. პრეზიდენტი პენტაგონიდან ანაპოლისში სპეციალური რეისით უახლესი ტიპის ვერტმფრენით ჩაფრინდა.

მიხეილ სააკაშვილის მიღების საზეიმო ცერემონია საზღვაო ძალების ისტორიული კორპუსის ეზოში გაიმართა, სადაც აკადემიის ორეკსტრმა აშშ-ის და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.

პრეზიდენტს ანაპოლისში სამხედრო მფრინავის ქურთუკი აჩუქეს, რომელსაც "მიხეილ სააკაშვილი" აწერია.

შემდეგ კი სააკაშვილმა და ამერიკის საზღვაო ძალების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რეი მაბუსმა საზღვაო აკადემიაში გადაინაცვლეს, სადაც მაბუსმა სააკაშვილი "ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტის" სტატუსით წარადგინა.

"ჩვენთვის დიდი პრივილეგიაა, რომ დღეს სტუმრად საქართველოს პრეზიდენტი გვყავს. სააკაშვილს მთელი კვირის განმავლობაში ვაშინგტონში დატვირთული შეხვედრები გვქონდა და ეს იმიტომ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. ამერიკელი საზღვაო ქვეითები ქართველ ჯარისკაცებთან ერთად იწვრთნებიან და ავღანეთში იბრძვიან. გაითვალისწინეთ, რომ მათ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავთ წარგზავნილი. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც. ქართულ ბატალიონს მიმდინარე წლის შემოდგომაზე კიდევ ერთი დაემატება. ისინი ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად გვერდიგვერდ იმსახურებენ. და კიდევ ერთი რამ იცოდეთ პრეზიდენტ სააკაშვილსა და საქართველოზე, - ქვეყანაზე, რომელსაც ის უძღვება: ეს სრულად დემოკრატიული ქვეყანაა, ერთ-ერთი ყველაზე ტრანსპარანტული სახელმწიფოა კანონის უზენაესობის ან თუნდაც ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. ისინი ყველაფერში, რასაც აკეთებენ, წარმატებას აღწევენ", - განაცხადა მაბუსმა.

სტუდენტებს საქართველოს პრეზიდენტმაც მიმართა.

"ამერიკა ჩვენთვის მხოლოდ პარტნიორი სახელმწიფო არ არის, ეს არის ქვეყანა, რომელიც თავისუფლების იდეას განასახიერებს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ აქ ჩემს ქვეყანას წარმოვაჩენ", - აღნიშნა მიხელ სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100