სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარიუპოლის პორტთან რუსებმა დომინიკის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო გემს ესროლეს

მარიუპოლის პორტთან რუსმა ოკუპანტებმა დომინიკის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ სამოქალაქო ხომალდს ესროლეს, შემთხვევა ღამით მოხდა - ინფორმაციას უკრაინის შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ცეცხლის გახსნას, გემზე ხანძარი მოჰყვა და ამჟამად ის იძირება. დაჭრილია ეკიპაჟის ერთი წევრი, რომელიც უკრაინელმა მესაზღვრეებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
როგორც უკრაინის შსს-ში აცხადებენ, გემზე ხანძრის ჩაქრობა და სამაშველო ოპერაციის გაგრძელება ვერ ხერხდება, რადგან რუსი სამხედროები ისევ ისვრიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100