ამოიღო თუ არა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ბაგრატის ტაძარი?
იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ბაგრატის ტაძარის ამოღების გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღო.
უცხოელი
ექსპერტების განცხადებით, რესტავრაციის შედეგად ძეგლმა პირვანდელი სახე დაკარგა და
ის აღარ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმს, რომლის გამოც ბაგრატის ტაძარი ნუსხაში
შეიტანეს.
ტაძრისათვის სტატუსის ჩამორთმევას არასწორი კულტურული პოლიტიკის შედეგს უწოდებს
უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე. მისი განცხადებით, ეს პრეცედენტი მაგალითი
უნდა გახდეს სხვა ძეგლების რესტავრაციის დროს.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ბაგრატის ტაძარის ამოღების შესახებ
გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ რურუა. რურუას
განმარტებით, იუნესკოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და გავრცელებული
ინფორმაცია სიცრუეა.
კომენტარი