სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

29 წლის მამაკაცმა დანა ჯერ მეუღლესა და მის დას დაარტყა, შემდეგ კი თვითონაც ჩაირტყა

29 წლის გიორგი მაზლიშვილმა დანით ჯერ მეუღლე და მეუღლის და დაჭრა, შემდეგ კი მკერდის არეში ჭრილობა თავადაც მიიყენა.

ინციდენტი წერეთლის გამზირზე მოხდა.

ლიკა და ხათუნა ბერაძეებს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში აღენიშნებათ.

მეზობლების თქმით, ინციდენტის დროს მაზლიშვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. კონფლიქტის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მაზლიშვილის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ხათუნა ბერაძის მდგომარეობა კი სტაბილურია.

რაც შეეხება თავად მაზლიშვილს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100