თვის ბოლოსთვის 1 კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში - მიხეილ სააკაშვილის თხოვნა ემიგრანტებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან ემიგრანტებს მიმართავს და მათ სთხოვს, თვის ბოლოს ერთი კვირით მაინც ჩამოვიდნენ საქართველოში. სააკაშვილის თქმით, გამარჯვება ხელის გაწვდენაზეა და ემიგრანტების ჩამოსვლა გადამწყვეტ უპირატესობას მოიტანს ხმების დაცვასა და მის მხარდაჭერაში.
მიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა წაიკითხა.
"მინდა მივმართო ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის. სიტუაცია მომწიფებულია და ახალ მოდუნება დანაშაულის ტოლფასია. გამარჯვება მართლა ხელის გაწვდენაზეა და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ ძალიან მალე. ჩვენ გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი, ვიცი გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა კავშირიში, მაგრამ ახლა ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.
კომენტარი