"კოვიდ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რის შემდეგაც ექიმებმა ქალისთვის საკეისრო კვეთის გაკეთება გადაწყვიტეს..." - ბავშვი, რომელიც СOVID 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებით დაიბადა
ბულგარეთის ქალაქ პაზარჯიკში ახალშობილ ბავშვს СOVID 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბავშვის დედა, 28 წლის ქალი საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით მიიყვანეს. კოვიდ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რის შემდეგაც ექიმებმა ქალისთვის საკეისრო კვეთის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიბარა.
ახალშობილს ანტიგენტის ტესტირება ჩაუტარეს. მას СOVID 19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა.
კომენტარი