სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამაზონის ტროპიკული ტყის შუაგულში მცხოვრები მურას ტომის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თავიანთ მიწას არ დატოვებენ, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ

ამაზონის ტროპიკული ტყის შუაგულში მცხოვრები მურას ტომის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თავიანთ მიწას არ დატოვებენ, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ. ამაზონის ტყის მკვიდრი ტომის წარმომადგენლის განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.



მურას ტომს ამაზონის ტყის დასაცავად ბრძოლის მრავასაუკუნოვანი ისტორია აქვს. დღეს ბრაზილიაში მურას დაახლოებით 15 ათასი წარმომადგენელი ცხოვრობს.

ეკოლოგების ნაწილი ამაზონის ტყეში გაჩენილ ხანძრის კერების სიმრავლეს ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს პოლიტიკას უკავშირებს. ეკოლოგიური ორგანიზაცია „გრინფისი“ მიიჩნევს, რომ მიმდინარე წელს ხანძრის კერების მკვეთრი ზრდა ტერიტორიის ტყისგან გაწმენდას ემსახურება, რათა აღნიშნულ რეგიონში მომპოვებელი საწარმოები განვითარდეს და ფერმები შეიქმნას. აღსანიშნავია, რომ ბოლსონარუ ფერემერებისთვის ეკოლოგიური ჯარიმების წინააღმდეგ გამოდის და ადგილობრივი ნაკრძალების განვითარებისთვის გახსნას ემხრობა.

ამჟამად „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა დაფიქსირებული. ამაზონის ტყეში გაჩენილი ხანძარი გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100