კადაფის მოკლული ვაჟი ბენ-ვალიდში დაკრძალეს
ლიბიის ნაციონალურმა გარდამავალმა საბჭომ მუამარ კადაფის ერთ ერთი შვილის ხამისის გარდაცვალება დაადასტურა. ამ ინფორმაციას ბი ბი სი-ს კორესპონდენტი ბენგაზიდან ავრცელებს. გარდამავალი საბჭოს წარმომადგენლის ახმად ბანის თქმით, ხამის ალ-კადაფი ქალაქ ტარხუნის მისადგომებთან დაიღუპა. ის ბენ ვალიდში დაკრძალეს, სადაც ამჟამად კადაფის მომხრეებსა და აჯანყებულებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.
ლიბიის ნაციონალური გარდამავალი საბჭო სპეცსამსახურების უფროსის აბდალა ას სენუსის შვილის გარდაცვალების შესახებაც იუწყება.
კომენტარი