სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინტერვიუ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან

ტერეხოვა: თქვენო უწმინდესობავ, მოგესალმებით უძველეს კიევურ მიწაზე. თქვენი ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ ერთი პერიოდი ზაგორსკში იყავით და პირადად იცნობთ რუსული ეკლესიის ბევრ მღვდელსა და ეპისკოპოსს. თუმცა, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. საბჭოთა კავშირი დაიშალა. საქართველო გამოეყო იმპერიას და დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. ამ 20 წლის განმავლობაში საქართველოში ბევრი რამ მოხდა. მათ შორის კი უნდა ავღნიშნოთ სამოქალაქო ომი, რომელმაც ქვეყნის კოლაფსი გამოიწვია. თქვენი გადმოსახედიდან, როგორც მოჩანდა ეს ყველაფერი?

პატრიარქი: მივესალმები უკრაინის მოქალაქეებს. ნასიამოვნები ვარ უკრაინაში ვიზიტით. მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მიტროპოლიტ ვლადიმირს მოწვევისთვის... 1960 წელს მოსკოვის თეოლოგიური სემინარია დავამთავრე. ამ დროს მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა ვითარდებოდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყოველთვის ვგრძნობდი, ღმერთი ჩვენთან იყო და გვეხმარებოდა ყველა სიძნელის გადალახვაში.

საბჭოთა კავშირი დაიშალა, ხოლო შედარებით მაღალი თავისუფლების ხარისხი მომავალში აუცილებლად გვექნება, მაგრამ დღეს კვლავ მრავალი სიძნელე გვაქვს. მსურს ავღნიშნო, რომ საქართველოს უმთავრესი პრობლემა და გამოწვევა - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონია, რომლებიც საქართველოს ტრადიციული ტერიტორიებია. 11 წელი ვიყავი სოხუმისა და აფხაზეთის მიტროპოლიტი. ამ ავტონომიური რესპუბლიკის ყველა კუთხე ვიცი და ვხედავდი და ვგრძნობდი, თუ რა დიდი სიყვარული არსებობდა ქართველებს, აფხაზებს , უკრაინელებს, რუსებსა და სხვა ხალხებს შორის. ჩვენ არ გვქონია უთნახმოება, მაგრამ შესაძლოა, ვიღაცას არ მოსწონდა ეს და მოხდა ტრაგედია, რომელსაც სეპარატიზმი ჰქვია.

სეპარატიზმი საშიში დაავადებაა და მას გავრცელების საშუალება არ უნდა მივცეთ. ერთი მხრივ, სეპარატიზმისთვის ბრძოლა და მეორე მხრივ, სხვა ქვეყნის მიერ სეპარატიზმის მხარდაჭერა არასწორია და დიდი ცოდვაა. მიუხედავად ამისა, ჩვენ იმედით ვცხოვრობთ. აქ მე შევხვდები უკრაინის მიტროპოლიტს და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს, განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს. კირილი ბრძენი ადამიანია და მისი უდიდესი მნიშვნელობა ხელს შეუწყობს მოვლენების შესაბამისი სცენარით განვითარებას. საქართველოში ძალიან ბევრი დევნილია და ისინი უნდა დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. ასე რომ, უკრაინაში სიყვარულითა და იმედით ჩამოვედი.

ტერეხოვა: დღეს ქართული ეკლესია ქვეყნის დანაწევრების გამო წუხს, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კი ყველაფერი ჯაჭვური რეაქციით განვითარდა, მართლმადიდებელი ეკლესია სხვადასხვა ჯგუფებში გადანაწილდა. რა არის ეს? შესაძლოა, რომ ეს არის პოლიტიკურ გადაწყვეტილება ან განვითარების ბუნებრივი პროცესი, რომელიც ადრე თუ გვიან საკუთარ ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდება?

პატრიარქი: ის, რაც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხდება ძალიან სერიოზული შეცდომაა. ეს ყველაფერი განსაკუთრებით საფრთხის შემცველი აფხაზეთში მცხოვრებთათვისაა, რომელთაც არ სურთ კანონიკური სამართლის მიხედვით ქართულ ეკლესიას ემორჩილებოდნენ, თუმცა ვფიქრობ, რომ ისინი გაანალიზებენ საკუთარ შეცდომას. მჯერა, ვინც დაარღვევს კანონს და შეეცდება ეკლესიის გახლეჩვას, როგორც წმინდა მამები ამბობენ, მოწამებრივი სისხლითაც ვერ განიწმინდება. სწორედ ამიტომ, მინდა მოვწუოდო აფხაზეთისა და ცხინვალის სამღვდელოებას, შევხვდეთ, ვისაუბროთ და დავუბრუნდეთ ძველ პოზიციებს.

ტერეხოვა: საქართველოს მოსახლეობისთვის პატრიარქი მხოლოდ პირველი სასულიერო პირი არ არის, არამედ იგი ერის მამაა. აქედან გამომდინარე, ბევრი ქართველისთვის ილია მეორე ტანჯვისა და უბედურების ბნელი გვირაბის უკანასკნელი ნათელი წერტილია დედამიწაზე. გაქვთ თუ არა პრობლემა, როგორც პიროვნებას და როგორც პატრიარქს მაშინ, როცა მთავრობასთან კომუნიკაცია აუცილებელია, ადამიანების დასაცავად?

პატრიარქი: ხელისუფლებაც ყველაფერს აკეთებს ამისთვის. მთავრობა ზრუნავს მოსახლეობაზე ეკონომიკურად, პოლიტიკურად თუ ფინანსურად. ვფიქრობ, რთულია, როცა ადამიანი მოდის და გეუბნება: „ბავშვების სკოლაში ისე გავუშვი, რომ საჭმელი ვერ ვაჭამე“. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ადამიანებზე, რადგან ადამიანი დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ჩვენმა უდიდესმა მწერალმა და წმინდანი ილია ჭავჭავაძემ სამი სიტყვა თქვა: „მამული, ენა, სარწმუნოება“. მე მცირედით განვავრცე და ვამბობ, „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“. სწორედ ეს სამი ღირებულებაა აუცილებელი, თუ ადამიანს არ სურს ღვთის რწმენის დაკარგვა. ვფქირობ, ვაკეთებ იმას, რაც სწორია. არ მსურს პოლიტიკურ დებატებში ჩაბმა. მსურს მხოლოდ მშვიდობა და განვითარება.

ტერეხოვა: ერთ დროს, როცა საქართველო იბრძოდა, თქვენ ნახეთ დაჭრილები და გარდაცვლილები... რას გრძნობდით, როგორც ადამიანი და როგორც პატრიარქი?

პატრიარქი: გარდაცვლილთა დანახვა რთულია. მაშინ არც ერთი არ იყო დასაფლავებული. როცა ჩვენ მივდიოდით, დავინახე მანქანა, რომლის საბურავთანაც კაცი იჯდა. როცა უკან ვბრუნდებოდით, ის კვლავ იქ იჯდა. სწორედ ამიტომ, მანქანის გაჩერება მოვითხოვე, ხოლო როცა ვნახეთ ის ადამიანი, გარდაცვლილი აღმოჩნდა. იგი თბილისში ჩამოვასვენეთ. შემდეგ დაკარგულების მოსაძებნად ბევრი მღვდელი გავაგზავნე. გასახსენებლადაც კი რთულია ეს ყველაფერი.

ტერეხოვა: ქართველები ტემპერამენტიანი ხალხია. საიდან მოდის სულიერების ის ძალა, რომელიც ბუნებრივი ტემპერამენტის გადალახვაში ეხმარება ქართველებს?

პატრიარქი: ტემპერამენტი ყოველი ადამიანის საკუთრებაა. ქართველები შედარებით უფრო მეტად ტემპერამენტიანები ვართ, მაგრამ როცა ღმერთის რწმენა იზრდება, მიწიერი სიამოვნებების სიტკბო მცირდება...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100