სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა გამოხმაურება მოჰყვა პაპიძეზე გასულ ჟურნალისტურ გამოძიებას და რას სწერდნენ ჟურნალისტს მთელი ღამის განმავლობაში?

წუხელ საზ. მაუწყებელზე გასული ხმაურიანი საგამოძიებო ფილმის შემდეგ სახელწოდებით „რა დაიმალა მაგდა პაპიძის საქმეში“ დიდი აჟიოტაჟი ატყდა საზოგადაოებაში. აზრი კვლავ გაყოფილია და ბოლომდე ვერავინ გაიგო დამნაშავეა თუ არა მაგდა პაპიძე. „გამომძებელი რეპორტიორის“ ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი, რომელიც ამ ფილმზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ფეისბუქზე დღეს ასეთ სტატუსს აქვეყნებს:

ჯვართამაღლებას გილოცავთ! სოხუმისა და მთელი აფხაზეთის დაცემას გისამძიმრებთ უკვე მეთოთხმეტე 27 სექტემბერს. და კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას ყველა თქვენგანის მიმართ, რომლებმაც წუხელ ჩვენთან ერთად გაათენეთ კომპიუტერთან. გამოძიებას მარტო you tube-ზე ერთ ღამეში 3000-ზე მეტმა ადამიანმა უყურა. მთელი ღამე ვცემდი პასუხებს მაყურებლის კითხვებს. ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ფილმის შემდეგ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე მყოფმა ადამიანებმა აზრი შეიცვალეს და კითხვები გაუჩნდათ. ღიად თუ პირად ფოსტაში ვიღებდით წერილებს, რომ ამდენი წინააღმდეგობის არსებობა საქმეში მათთვის შოკის მომგვრელია, რომ ამის წარმოდგენა არ შეეძლოთ.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ფილმის მიზანი არ ყოფილა მაგდა პაპიძის უდანაშაულობის მტკიცება. რა უფლება გვაქვს, ეს ვამტკიცოთ, როდესაც მის წინააღმდეგ მართლაც არსებობს სერიოზული მტკიცებულებები! მაგრამ რატომ დატოვეს საქმეში ამდენი წინააღმდეგობა? რატომ არ შეავსეს ცარიელი ფურცლები იმ საქმეში, რომელიც მარტო ერთი ქალის და ერთი დედის კი არა, მთელი სამყაროს სირცხვილად უნდა დარჩეს - მაშინაც, თუ ეს მკვლელობა დედამ ჩაიდინა და მაშინაც, თუ მკვლელობა მას არ ჩაუდენია!

განსაკუთრებით დიდი მადლობა საქართველოს ემიგრანტებს, ყველაზე საყვარელ ქართველებს, იმ ინტერესისთვის, რომელიც მათ ჩვენი გამოძიების მიმართ გამოიჩინეს. ოდესმე აქ გამოვაქვეყნებ ერთი ქალბატონის წერილს, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, მუშაობს ოჯახში ძიძად, თავად 5 წლის შვილი ჰყავს უბედური შემთხვევის გამო მკვდარი. მისი წერილი, რომელიც წუხელ მვიღეთ, იყო მთავარი პასუხი კითხვაზე - რატომ უნდა გაგვეკეთერბინა ეს ჟურნალისტური გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100