სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის დაფინანსებით განხორციელდება თბილისის რამდენიმე საკვანძო გამზირისა და ქუჩის ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, თბილისის რამდენიმე საკვანძო გამზირისა და ქუჩის ადაპტაციის პროექტის განხორციელების შესახებ. ხსენებული პროექტის ფარგლებში ჭავჭავაძის, მელიქიშვილის, პეკინისა და ყაზბეგის გამზირების, ასევე კოსტავას, შარტავას, ჯიქიას, ქავთარაძისა და ჩოლოყაშვილის ქუჩების ტროტუარები სრულად ადაპტირდება შშმ პირებისათვის. პროექტი მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე დასრულდება და ჯამში 650 პანდუსი დამონტჟდება, რისთვისაც საქართველოს ბანკმა თითქმის 200,000 ლარი გამოყო.

პანდუსები მოეწყობა ევროსტანდარტის დაცვით, რომლის მიხედვითაც დახრილობის კუთხემ 5-დან 8 გრადუსამდე უნდა შეადგინოს. თბილისის გამზირებისა და ქუჩების პანდუსებით აღჭურვის პროცესში ჩაერთვებიან ეტლით მოსარგებლე მოქალაქეები.

პროექტის განხორციელებას კოორდინაციას უწევს ფონდი „სიცოცხლი ხე“, ინიციატივა კი ეკუთვნის ორგანიზაციას „სოცკოდექსი“. შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნისათვის, პროექტს მიენიჭება ზრუნვისა და კეთილი საქმის კეთების სიმბოლო – „სიცოცხლის ხე“.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ საქართველოს ბანკმა ასევე დაიწყო და განაგრძობს საკუთარი სერვისცენტრების ადაპტაციას შშმ პირებისთვის. საქართველოს ბანკის მიზანი, ყველა მომხმარებლისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნის ხელშეწყობაა.

ჯგუფი „სოცკოდექსი“, რომელიც 2012 წლის თებერვალში თბილისში დაფუძნდა, მიზნად ისახავს სოციალური პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი აღმოფხვრისთვის შესაბამისი გზების შემუშავებას. „სოცკოდექსი“ პროექტის „შეზღუდვების გარეშე“ ფარგლებში, ტექნიკურად განახორციელებს თბილისის ქუჩების რეკონსტრუქციასა და პანდუსებით აღჭურვას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100