როდიდან და რა ვაქცინით აიცრებიან მოზარდები საქართველოში - ამირან გამყრელიძის განმარტება
16 წლიდან დავიწყებთ ჩვენ ვაქცინაციას „ფაიზერით“. უკვე მომავალ კვირაში მინისტრის ბრძანება იქნება ამასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში უკვე 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებს ცრიან. „ჯერჯერობით ეს რეკომენდაცია მხოლოდ „ფაიზერს“, სადაც16 წლიდან იწყება აცრა, ხოლო დანარჩენი ვაქცინები 18 წლიდანაა. 16 წლიდან დავიწყებთ ჩვენ ვაქცინაციას „ფაიზერით“. უკვე მომავალ კვირაში მინისტრის ბრძანება იქნება ამასთან დაკავშირებით. ბრიტანეთში უკვე 12-დან 15 წლამდე მოზარდებს ცრიან, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. მაგრამ უფრო ადრეულ ასაკში არსად დაწყებულა ვაქცინაცია და იგივე 12-15 წელიც უმრავლეს ქვეყნებში ჯერ არ დაწყებულა, ჩვენ დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარი