სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შაკირას სახელმწიფო გადასახადებისგან თავის არიდების გამო პატიმრობა ემუქრება

ესპანეთში შაკირას წინააღმდეგ სასამართლო სხდომა გაიმართება. მომღერალს სახელმწიფო გადასახადების დამალვას ედავება - წერს გამოცემა Europa Press.

გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო განიხილავს ექვს უპირობო ეპიზოდს სხვადასხვა სახის გადასახადებზე და მომღერალს არც ერთი მათგანი აქვს გადახდილი. საერთო ჯამში გადაუხდელი თანხის ოდენობა 14,5 მილიონ ევროს სცდება.

გამოძიების ინფორმაციით, შაკირა რამდენიმე ოფშორულ ზონაში მდებარე 14 კომპანიის ფინანსებს მალავს. მისი ფინანსური ვალდებულებების დამალვის შესახებ კი 2018 წლის დეკემბერში გახდა ცნობილი. სასამართლოს პირველი სხდომა 12 ივნისს არის ჩანიშნული და თუ მომღერალი არ დაფარავს იმ ვალდებულებებს, რასაც სახელმწიფო დააკისრებს, მას პატიმრობა ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100