სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დათა ახალაიას სახელით ახალი განცხადება ვრცელდება

უცვლელად გთავაზობთ დათა ახალაიას სახელით გავრცელებულ ახალ განცხადებას რომელიც მობილურის მეშვეობით გამოქვეყნდა:

"უპირველესად, მინდა მოგახსენოთ, რომ ინტერნეტით განცხადებების გაკეთება ჩემი სტილი არ არის, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე რეაგირების გაკეთება. მინდა განვაცხადო, რომ მე, დათა ახალაიას, არ მეკუთვნის ინტერნეტში გავრცელებული წერილი და არც ფეისბუქის გვერდი. ყოველვე ეს ხელისუფლების პროვოკაციად და ჩემი ოჯახის დისკრედიტაციად მიმაჩნია. ასევე სისულელედ ვთვლი იმ წერილის შინაარსს. ყველას კარგად მოეხსენება, რომ არც მე და არც ჩემი ძმა ვინმესთან პირადული დაპირისპირების გამო არ ვუღალატებთ საქართველოს ინტერესებს, რადგანაც სამშობლო ჩვენთვის უპირველესი ღირებულებაა.

ყველას გასაგონად მინდა განვაცხადო, რომ მე მყარად გადაწყვეტილი მაქვს საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოსვლა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, განსაკუთრებით კი იმაზე, თუ როგორ გეგმავდა ამჟამინდელი ხელისუფლება 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში სამოქალაქო ომს და რა კავშირში იყო ეს ყველაფერი რუსეთის ხელისუფლებასთან. ამ ყველაფრის ფაქტობრივი მასალა გაგვაჩნია და ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება სულ მალე იხილავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100