სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხვალ სს "ქართული ლუდის კომპანიაში" "Bitburger Braugruppe"-ს პრემიუმ-ბრენდის "könig Pilsener"-ის პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ სს "ქართული ლუდის კომპანიაში" "Bitburger Braugruppe"-ს პრემიუმ-ბრენდის "könig Pilsener"-ის პრეზენტაცია გაიმართება.

სს "ქართული ლუდის კომპანიისა" და კომპანია "Bitburger Braugruppe"-ს შორის ოფიციალური ხელშეკრულება მიმდინარე წლის იანვარში გაფორმდა.

დოკუმენტი ორი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საწარმოებს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს, რომლის საფუძველზეც სს "ქართული ლუდის კომპანიას" უფლება ეძლევა, "Bitburgere"-ის პორტფოლიოში შემავალი პრემიუმ-ბრენდი "könig Pilsener" აწარმოოს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შეთანხმების მიხედვით, ლუდის ხარისხის კონტროლის უფლება გერმანულმა მხარემ დაიტოვა.

"könig Pilsener" იწარმოება გერმანული "könig Pilsener"-სტანდარტებისა და ტექნოლოგიების დაცვით. რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანული მხარე ერთგვარად აკონტროლებს და მონიტორინგს გაუწევს წარმოების სხვადასხვა ეტაპებს. ლუდსახარშ "ზედაზენში" ჩამოსხმული "könig Pilsener" გერმანული მხარის მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. აღნიშნული მნიშვნელოვანია, ორი ქვეყნის ბიზნეს-პარტნიორული ურთიერთობის განვითარებისა და გამტკიცებითვის. ამასთან, ხელს შეუწყობს საექსპორტო არეალის გაზრდას და ზოგადად, ქართული ლუდის ცნობადობას წინ წაწევს", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე განმარტებით, მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ბიზნეს-პარტნიორული ურთიერთობის განვითარებისთვის და გამტკიცებითვის, ამასთან ხელს შეუწყობს საექსპორტო არეალის გაზრდას და წინ წაწევს ზოგადად, ქართული ლუდის ცნობადობას.
14 :00 საათი - მისამართი: სოფ საგურამო ს.ს "ქართული ლუდის კომპანია"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100