სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შენ როგორ ფიქრობ ძმაო, 2-3 წელი ბაჩო ახალაია არ უნდა იჯდეს?"

ბაჩო ახალაიას ადვოკატები ე.წ. ციხის ბუნტის საქმის განმხილველ მოსამართლეს, ლაშა ჩხიკვაძეს მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებენ. როგორც ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა, გოგა ონიანმა ბაჩო ახალაიას გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მომავალი წლების განმავლობაში სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.
"ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ბაჩო ახალაიასთვის. ჩვენი ინფორმაციით, ლაშა ჩხიკვაძე შეხვდა ლაშა ნაცვლიშვილს. თუ ეს ასე არ არის, ამოიღონ ორივე პირის მონაცემები და თუ არ მოხდება გადაკვეთა მათი დეტალურების ერთ ანძაზე, ამ შემთხვევაში ბოდიშს მოვიხდი. მაგრამ გარწმუნებთ, რომ სანამ განაჩენი გამოვიდოდა, ეს შეხვედრა ჩვენი ინფორმაციით შედგა. სად შედგა ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ვიცით, რომ ლაშა ნაცვლიშვილის სიტყვები იყო "შენ როგორ ფიქრობ ძმაო, 2-3 წელი ბაჩო ახალაია არ უნდა იჯდეს?" ლაშა ჩხიკვაძემ კი ეს სიტყვები აღასრულა პირდაპირ, უკლებლივ ლაშა ნაცვლიშვილის ყველა დავალება რაც მიიღო", - განაცხადა ონიანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100