
აფეთქება ქუთაისში - არიან დაშავებულები
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში
მდებარე სარიტუალო
დარბაზში ბუნებრივი
აირის დაგროვების
შედეგად აფეთქება
მოხდა. აფეთქების
მომენტში შენობაში
ექვსი თანამშრომელი
იმყოფებოდა.
როგორც ადგილობრივმა განაცხადეს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ხუთი ადამიანი საავადმოყოფოში გადაიყვანა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაზიანება მხოლოდ სამმა პირმა მიიღო.
აფეთქებამ
აალება გამოიწვია, რის გამოც სახანძრო ბრიგადის გამოძახებაც გახდა საჭირო.
ადგილზე
112 -ის ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ.
კომენტარი