ისრაელის მთავრობა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების ინიციატივით გამოდის
ისრაელის მთავრობის ორი გავლენიანი მინისტრი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების ინიციატივით გამოდის. მათ ამის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიასთან შეხვედრისას განაცხადეს.
მათი თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმება ახალ სტიმულს მისცემს ორი ქვეყნის საქმიან წრეებს, განახორციელონ ერთობლივი პროექტები, გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტების რიცხვს ორივე მიმართულებით.
ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრთან ისრაელ კაცთან შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ავიაციის სექტორში კონკურენციის ზრდაზე.
კომენტარი