თორნიკე ბზიავას ფილმი "მექელეხე" საერთაშორისო კინოფესტივალზე LA CABINA
თორნიკე ბზიავას ფილმი "მექელეხე" საერთაშორისო კინოფესტივალზე La Cabina მიიღებს მონაწილეობას.ფესტივალი ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში 3-13 ნოემბერს ჩატარდება.
"მექელეხე" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელიც კინოცენტრისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა.
ფილმი ღარიბი, ხანშიშესული მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც "ქელეხების" შესახებ გაზეთების საშუალებით იგებს, რათა დაესწროს მათ. თუმცა, ამ ერთი შეხედვით სევდიან მდგომარეობას თავისი გასართობი და კომიკური შედეგებიც აქვს.
თორნიკე ბზიავას ფილმი "მექელეხე" თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად აღიარეს და ჯილდო "პრომეთე" გადასცეს.ფილმი წელს კლერმონ ფერანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიც იყო წარდგენილი.
კომენტარი