სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სკანდალი: რესპუბლიკელები აპირებენ, გია ხუხაშვილი ფინანსურ მაქინაციებში ამხილონ

„ქართულ ოცნებაში“ პირველი სკანდალი მწიფდება: როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელად მჩნეული გია ხუხაშვილი, რომელმაც კოალიცია ცოტა ხნის წინ დატოვა, უსიამოვნებებს ვერ ასცდება. საინფორმაციო სააგენტო „ფრონტნიუსის“ ცნობით, რესპუბლიკელებმა ხუხაშვილი უკვე ამხილეს ბიძინა ივანიშვილთან, რომელსაც ფაქტებით დაუმტკიცეს, რომ გია ხუხაშვილი ფინანსურ მაქინაციებში იყო გარეული.

სააგენტოს ცნობით, ფინანსური დაინტერესება „ქართული ოცნების“ სიის შედგენას უკავშირდება. ამ ვერსიის მიხედვით, რესპუბლიკელებს აქვთ დამამტკიცებელი ფაქტები, რომ გია ხუხაშვილმა ლაშა ნაცვლიშვილისა და გელა ხვედელიძის სიაში ჩასმის სანაცვლოდ მათგან ფული აიღო. „ფრონტნიუსი“ კონკრეტულ თანხასაც ასახელებს: ლაშა ნაცვლიშვილმა გია ხუხაშვილს 100 ათასი, ხოლო გელა ხვედელიძემ 70 ათასი ლარი გადაუხადა.

ამ ვერსიით, რესპუბლიკელებმა ბიძინა ივანიშვილი იმის შესახებაც დააუწყეს, რომ გია ხუხაშვილი ამ დრომდე იღებს ხელფასს კომპანია „სოკარისგან“, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ კომპანიადაა მიჩნეული და ერთ–ერთი ვერსიით, ხელისუფლების ვერტიკალთა სანათესაო აკონტროლებს.

ჯერჯერობით უცნობია, ბიძინა ივანიშვილი სკანდალს შინაურ წრეში, გაუხმაურებლად მოაგვარებს თუ ინფორმაცია გია ხუხაშვილის შესაძლო მონაწილეობის შესახებ ფინანსურ მაქინაციებში, საჯარო გახდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100