ჟურნალისტი გოჩა ჯელია გარდაიცვალა
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა ჟურნალისტი გოჩა ჯელია.
გოჩა ჯელიას ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა და ტუბდისპანსერშიც მკურნალობდა, თუმცა, მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც გოჩა ჯელიას ახლობლები იხსენებენ, გოჩა ბოლომდე არ კარგავდა გამოჯანმრთელების იმედს, თუმცა, საკუთარი მძიმე მდგომარეობაც კარგად ჰქონდა გაცნობიერებული. ბოლო დღეებში ავადმყოფი მეგობრებთან და ძველ კოლეგებთან შეხვედრას ნატრობდა.
„დრონი.ჯი“ წუხს გოჩა ჯელიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.
კომენტარი