სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედა მყავს ინსულტგადატანილი... გთხოვთ, დაუშვათ გამონაკლისი - 13 წლის მოზარდი პედიატრს Pfizer-ით აცრას სთხოვს

ექიმი-პედიატრი, თემურ მიქელაძე, სოციალურ ქსელში 13 წლის მოზარდის წერილს აქვეყენებს, რომელიც მას Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრას სთხოვს: "გამარჯობათ ბატონო თემურ, მე ვარ ბავშვი რომელიც აქტიურადაა ჩართული კოვივაქცინაციის მხარდაჭერის პროპაგანდაში, ინფორმირებაში და მოსახლეობის დარეგისტრირებაში. დედა მყავს ინსულტგადატანილი ვაქცინირებულიც სინოფარმის 1 დოზით, მაგრამ მეშინია რამე არ მივიტანო სახლში, გთხოვთ იქნებ დაუშვათ გამონაკლისი და იმ თქვენს მიერ ფაიზერით ვაქცინირებული მოზარდივით მეც ავიცრები, ესეც გახდება ერთერთი რეკლამა საზოგადოებისთვის,...თქვენი დიდი იმედი მაქვს პატივისცემით მადლობა", - წერს თემურ მიქელაძეს მოზარდი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100