ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა მანქანაზე თავდასხმისას უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე მოკლეს
ავღანეთში შეიარაღებულმა პირებმა მანქანაზე თავდასხმისას უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე მოკლეს. წერს Reuters-ი. თავდასხმისას მანქანის მძღოლი დაიჭრა.
ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანმა თალიბანის და სხვა სამხედრო ჯგუფების მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები დაგმო. „თალიბანის“ პრესსპიკერის თქმით, თავდასხმაში მათი წევრები არ მონაწილეობდნენ.
კომენტარი