სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"14-მდე ბავშვს დაუჭრია ხელები, მოკლედ სიტუაცია არის უკონტროლო"- ლუკა ფეიქრიშვილი შსს-ს გამოძიებას სრულ მარაზმს უწოდებს

ესეიგი რომელიღაც სკოლაში კიდე 14 ამდე ბავშვს დაუჭრია ხელები,მოკლედ სიტუაცია არის უკონტროლო,მოვითხოვ ქართულმა მხარემ დაბლოკოს ორი რუსული საიტი,
ოდნოკლასნიკი და ვკონტაქტე...
კიდე ერთ გადაცემაში ვიქნები სრული ეთერი დაეთმობა და ვფიქრობ ასევე იქნებიან ტიპები რომლებსაც ევალებათ აღნიშნული პრობლემების მოგვარება და არამარტო,
გადაცემის სახელს და სხვა დეტალებს ერთი დღით ადრე დავწერ...
იმედი მაქვს ჯანსაღ პოლემიკაში გამოჩნდება სამართლეც და სიცრუეც“- ასეთ ინფორმაციას ავრცელებს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „ამბრელას“ წევრი, პროგრამისტი ლუკა ფეიქრიშვილი.

დრონი.ჯი ლუკა ფეიქრიშვილს დაუკავშირდა დეტალების გასარკვევად. ნახეთ რას ამბობს ის ჩვენთან საუბარში:

14 ბავშვმა დაისერა ხელები თბილისის ერთ-ერთ სკოლაში, ეს ნამდვილად მოხდა და სიმართლეს შეესაბამება... ასე თუ გაგრძელდა ნამდვილად უკონტროლო გახდება და უკვე არის კიდეც სიტუაცია. უნდა დაიბლოკოს აუცილებლად ოდნოკლასნიკი და ვკონტაქტე, ასევე მაილ.რუ.

შესაძლებელაი თუ არა აი-პი მისამართით დადგენა იმ პირების, საიდანაც ბავშვებს წერენ?

არა აი-პი მისამართის დადგენას აზრი არ აქვს. იმიტომ, რომ, თუ ის პიროვნება იყენებს სპეციალურ პროგრამას, შეიძლება აიპი მისამართმა აჩვენოს სულ სხვა ქვეყანა, მაგალითად ერაყი, რუსეთი და ამის დადგენას ეფ-ბი-აი თუ შეძლებს მხოლოდ. კიდევ ისიც საკითხავია, გასცემს თუ არა ის კომპანია აიპი მისამართბეს, რომლებიც უშუალოდ თანხას იღებენ ინფორმაციის დამალვის სანაცვლოდ. ამიტომ შენი დაჭერა პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ვინც აკეთებს ამ მანიაკალურ საქმეს, არიან სერიოზული პროგრამისტები, ან გვერდით ჰყავთ დამხმარე პროგრამისტები. ამიტომ ვერაფერს ვიზამთ, ერთადერთი საშუალება ის არის, რომ დაიბლოკოს რუსული საიტები, შემდეგ უკვე დაიწყოს გამოძიება. შსს-მ უნდა ჩამოაყალიბოს 10-15 კაციანი ჯგუფი, რომელიც 24 საათის განმავლობაში გაფილტრავს ფეისბუქზე, ინსტაგრამზე და სხვა ღია საიტებზე აღნიშნულ ჯგუფებს. უბრალოდ თვითონ ფეისბუქის დაბლოკვა არ მოხერხდება, იმიტომ ,რომ ეს ჩვეულებრივ რევოლუციას გამოიწვევს.

რაც შეეხება შსს-ს გამოძიებას პირდაპრი გეტყვით, რომ ეს არის სრული მარაზმი. არაპროფესიონალზიმი, საერთოდ აზრზე არ არიან. ასეთი რამ როგორ შეიძლება, რომ ჯერ გამოძიება აწარმოო და მერე დაბლოკო საიტი. ჯერ უნდა მოკლა წყარო და მერე უნდა ჩაატარო გამოძიება. თუ შეიწირა 30 და 40 ბავშვი, მერე გინდა დაბლოკე და გინდა არა, რაღა აზრი ექნება.

დაბლოკვის შემდეგ სპეცსამსახურებს, რათქმაუნდა ექნებათ წვდომა აღნიშნულ საიტზე, მაგრამ ეს მათი კომპეტენცია და მოსაგვარებელი არ არის, ეს რუსული მხარის მოსაგვარებელია, ვინაიდან მაგათი საიტებია.

და კიდევ ბოლოს მინდა ვთქვა, რომ როგორ უნდა იყო, საქართველოს იმ კიბერუსაფრთხოების სამსახაურის იმედზე , რომლებსაც კომპიუტერებზე უყენიათ ვინდოუს 7 იმის მაგივარდ, რომ ეყენოთ ლინუქსი - აცხადებს ჩვენთან საუბარში ლუკა ფეიქრიშვილი.

დრონი.ჯი შსს-საც დაუკავშირდა . უწყებაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში14 ბავშვმა ხელები დაისერა, სამინსიტროში ჯერ-ჯერობით არ შესულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100