კიდევ 16 სამარცხვინო გრამატიკული შეცდომა
პირველ ათ სიტყვაზე უკვე ვისაუბრეთ. დროა, წავიდეთ უფრო წინ და სხვა სიტყვებიც განვავითაროთ. შეიძლება მე არ ვარ საუკეთესო წყარო იმისთვის, რომ გრამატიკის სიღრმისეული გაკვეთილები ჩაგიტაროთ, თუმცა იმ სიტყვებს მაინც გავუსვამ ხაზს, რის გამოც, შეიძლება, ნახევარმა საქართველომ დაგცინოთ:
საშვალება,
ტყვილი, იტყვილები – ერთ-ერთი პირველი ინდიკატორია
პროვინციული
მეტყველების…
ტყუილი
ჰქვია
ამ სიტყვას და ძალიან რთული დასამახსოვრებელიც
არ არის;
ბრთხილად, გაგაბრთხილე,
ბრჩხილი – კიდევ ერთი ცუდი სიტყვა, რომელიც დღესვე უნდა მოაშთოთ ლექსიკონიდან,
დაახლ.
„შეურაწყოფის“
მსგავსია…
შეიძლება
ვიღაცას
მეტყველების
პრობლემა
ჰქონდა,
ან თქვენ ვერ გაარჩიეთ ფ და ბ,
anyways, ბ
ამ სიტყვებში აღარასდროს
გამოიყენოთ!
ვიზავ, სვავ, ვივცვავ,
ა.შ. სმა-სვამ, ჩაც-მა-ვიცვ-ამ (ვიცმევ-იც არასწორია),
ნუ, დიდი მადლობა, ვლევ-ს რომ არ ამბობთ, მაგრამ ვსვავ ასევე ცუდი ფორმაა, თუმცა არც ზემოთ ხსენებულებივით
საგანგაშო.
რამის (ლამის)
– აი
ეს „რამის“ საიდან წარმოდგება
ვერ ვხსნი ვერაფრით,
„საქმის
ყურშიც“
მესმის,
„ბოდიშით“-იც, მაგრამ „რამისს“ მაინც ვერაფერი გავუგე…
გეხვერწები,
თუ ძალიან ვთხოვთ, გამოიყენება
„გეხვერრრრწები“
ფორმაც.
თუ რთული დასამახსოვრებელია,
რ-თი თუ რ-ს გარეშე, მაშინ შეეშვით ამ „ხვეწნას“, აწიეთ თავი მაღლა და უბრალოდ სთხოვეთ, ან ძალიან სთხოვეთ.
მდივანი-დივანი
– „მდივანი“,
როგორც
პროფესია
თუ სამსახურეობრივი
პოზიცია
– უკვე
სრულად
ჩაანაცვლა
„ოფის
მენეჯერმა“,
ანეკდოტებიც,
საბედნიეროდ
გადაშენდნენ
მდივნებზე,
შესაბამისად,
უკვე
გამარტივდა
დასამახსოვრებლად,
რომ აი იმ, „ზალაში“ დასადგამ რბილ ობიექტს – დივანი ჰქვია და მდივან-ზე ვერასდროს დაწვებით, მაქსიმუმ მდივან-თან დაწვეთ.
კალიდორი
– აი
ამის
მთქმელებს
რა უნდა გელაპარაკო-დ საერთო-თ.
ამპულა-ამპლუა
– ამაზე
ძალიან
მეცინება
ხოლმე,
სატელევიზიო
გადაცემებშიც
მინახავს,
ქართველი
მოკაშკაშე
ვარსკვლავების
მიერ
წარმოთქმული,
ძალიან
ბევრ,
სხვა,
მაღალფარდოვან
ფრაზებთან
ერთად
და ზედ აკვდება პირდაპირ!
ვიცინივარ,
ვმღერივარ, ნუ ტირიხარ
– აქ
„ვარ“
არის
ზედმეტი,
ვიცინი,
ვტირი,
ვიღიმი,
ა.შ. ვ-იღიმი, ვ უკვე აღნიშნავს პირველ პირს და პლუს „ვარ“ ზედმეტია, ისევე, როგორც მეორე პირში;
მინახია, მითქვია
– ნახ-ვ-ა, ანუ ნახ-ავ-ს, ანალოგიურად
– მითქვამს
და ა.შ.
უყურებ, გამოუშვებ მეილს, უხსნი და არ ესმის,
etc. – აქ,
პირველად
რომ გადავაწყდი
მსგავს
მეილს,
დიდ გაურკვევლობაში
ვიყავი.
თანამშრომელი
მწერს,
ერთ-ერთი ძველისძველი
სამსახურიდან,
რომ
„ცოტა
ხანში
გამოუშვებ
მეილს
დეტალური
აღწერით
და მერე გაუგზავნი სულ უმფროსსაც“.
ვერაფრით
მივხვდი,
რატომ
„მიბრძანებდა“…
ამასობაში
მომივიდა
ჩემი
შეკითხვების
საპასუხო
მეილიც
და გაიხსნა კარტებიც, რომ უბრალოდ გრამატიკაში
გვჭირდება
მსუბუქი
ფორმით
გადამზადება
და რეალურად „გადა-ვ-უგზავნი“ იგულისხმა.
ცინებს/სცინებს
– დასცინის
ხალხო,
დას-ცი-ნის!
მაიდან, მაით
– ამაზე
საინტერესო
ისტორია
გვქონდა,
წლების
წინ,
ერთ-ერთ პოზიციაზე,
როცა
პროექტის
ერთერთი
სკოუპის
შედეგებს
წარვადგენდით,
ერთმა
ლამაზმა,
დახვეწილმა
და წარმოსადეგმა
კოლეგა
გოგონამ,
ხელის
საქმიანი
მოძრაობით
აუხსნა
პროექტის
დირექტორს,
რომ:
„დიახ,
ბატონო
X, სწორედ
მაიდან
წარმოდგება
აღნიშნული…“
იმდენად
დამაჯერებელი
იყო,
რომ ლამის (და არა რ-ამის) ყველამ დავიჯერეთ,
რომ ტყუილში ვცხოვრობდით
და სწორი ფორმა იყო „მაიდან“. (იგულისხმება:
იქედან,
მანდედან).
დატოვილი – დატოვება თუ არის საწყისი ფორმა, რატომ გადაწყვიტეთ
მისი
ასეთი
ფორმულირება?
ამ სიტყვის მოსმენის შემდეგ, წესით, უნდა დაგშორდეთ
„მეორე
ნახევარი“
და მიტოვებული
არა და მიტოვილი იქნებით?
გაგატნევ
– იქინე,
აქანე-ს ლოგიკური გაგრძელებაა
ხოლმე.
ერთხელ
ერთი
მიმტკიცებდა,
„გაგატან“
ძალიან
უხეში
გრამატიკული
შეცდომაა
და სწორი ფორმა „გაგატნევ“ არისო. დამეზარა კედლისთვის
ცერცვის
შეყრა.
მოგვშივა, შეგვცივა
– მოგვშივდება,
შეგვცივდება…
მოკლედ,
გისურვებთ
გამართულ
მეტყველებს,
ნაკლებ
სარკაზმს
გარშემომყოფებისგან
და
ნათელ
მომავალს.
კომენტარი