სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას წერს მამა პეტრე მოახლოებულ 17 მაისზე?

17 მაისის მოახლოებასთან ერთად საზოგადოებაში სექსუალური უმცირესობების თემა აქტიურდება, ნელ-ნელა ღრმავდება ინტერესი იმისა თუ რა მოხდება ამ დღეს, დაუპირისპირება არა სამღვდელოება ლგბტ პირებს ისევ თუ მშვიდობიანად ჩაივლის ეს დღე. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს მამა პეტრე.

“17 მაისი ახლოვდება და ხალხში უკვე დაძაბულობა იგრძნობა.

შეიძლება კონკრეტული ადამიანი იწყნარებდეს ცოდვას, მაგრამ ეკლესიის სწავლება ყოველთვის უცვლელია. არც ცოდვილია ეკლესიისთვის უცხო და უცნაური. პირიქით, ქრისტეს მისტიკური სხეული იმიტომ დაარსდა, რომ მას მივაბაროთ სული სამკურნალოდ. ის კი არ არის მთავარი, რა მიგაჩნია ცოდვად, არამედ ის, რა არის სინამდვილეში ღვთისგან განდგომა.

ქმედებაში ყველა თავისუფალია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რას ვუწოდებთ თავიაუფლებას.

ვერც იმით გავიმართლებთ თავს, თურმე გვინდოდა ტაძარში მისვლა და იქ ,,ტაბურეტკიანი" მღვდლები დაგხვდა... ამიტომ ვარჩიეთ საკუთარ ,,ნარწყევთან" მიბრუნება. თუ თვალს ფართოდ გავახელთ, დავინახავთ, რომ მოციქულთა სწავლებას ცოდვის გამო არავინ გაუგდია და მოუკლავს.

17 მაისი ჭკუის სასწავლებელია დინების გაღმა თუ გამოღმა მდგომებისთვის. პრობლემა არსებობს, მისი უარყოფით და სირაქლემის პოზიციით, ვერასდროს მოგვარდება. ვერც ეკლესია მიიღებს მშვიდად ცოდვის დემონსტრირებას. ერთად ვებრძოლოთ ცოდვას და არა ცოდვილს.

...და კიდევ, ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თარიღები აქვს, ვიდრე 17 მაისია.“ - წერს მამა პეტრე პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100