ნანუკა ჟორჟოლიანის კომენტარი სანდრექსას პოლიტიკაში წასვლაზე
სანდრო კაკულია, რომელიც საზოგადოებამ ჩემი ცოლის დაქალებში სანდრექსას როლის შესრულების შემდეგ შეიყვარა ახალი ჭორის ობიექტი გახდა. ამბობდნენ, რომ სანდრექსა სერიალს ტოვებს და პოლიტიკაში მიდის.
„არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, სერიალიდან არ მოვდივარ, ვრჩები სერიალში ჩვეულებრივად. ჟურნალისტის ინტერპრეტაციაა სავარაუდოდ, არის მეორე ვერსიაც შემოთავაზება მქონდა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსისგან, დადებითი გადაწყვეტილება, რომ მიმეღო მაშინ სერიალი უნდა დამეტოვებინა, რადგან შეიძლება პოლიტიკაში წავსულიყავი... ალბათ ამიტომაც გავრცელდა ეს ინფორმაცია...“ - განაცხადა სანდრო კაკულიამ ნიუპოსტთან ინტერვიუში.
აღნიშნულ ჭორს დღეს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელსაც სანდროსთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. „ზუსტად ვიცი რომ ურა პატრიოტებში არ გაწევრიანდება მართალია თუ ტყუილია წარმატებები ნებისმიერ შემთხვევაში“ - წერს ნანუკა სოციალურ ქსელში
კომენტარი