სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მე არ ვაპირებ ეპარქიიდან წასვლას, ისინი არიან შემოჭრილნი – დედა სოსანა საპატრიარქოს შესაბამისი ზომების მიღებას სთხოვს

„მე არ ვაპირებ ეპარქიიდან წასვლას“,- ასე ეხმაურება დედა სოსანა ჭყონდიდს ახალი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს სიტყვებს, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც დედა სოსანა ამბობს, ის სიტყვები, რომლითაც მეუფე სტეფანემ მას მიმართა, შეურაცხმყოფელი იყო.

„ჩემს მიმართ ძალიან ცუდი და შეურაცხმყოფელი სიტყვები იხმარა, რომელიც მღელმთავარს არ ეკადრება.

მე არ ვაპირებ ეპარქიიდან წასვლას, მე ვაპირებ ვიცხოვრო იმ მონასტერში, რომელიც ღვთის წყალობით და მეუფე პეტრეს დიდი მონდომებით აშენდა. ის არის ჩემი სახლი, სადაც მე მორჩილება გავატარე, 14 წელია უკვე მე აქ ვცხოვრობ, ისინი არიან შემოჭრილნი და მე ვთხოვ, რომ სწრაფად გამოარკვიონ სიმართლე, მივმართავ სინოდის წევრებს და საპატრიარქოს, მიიღონ შესაბამისი ზომები“,- ამბობს დედა სოდანა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100