საქართველოს ბანკმა 55 მილიონი დოლარის მოცულობის მოზიდვით კაპიტალისა და ლიკვიდურობის პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცა
7 აპრილი, 2020 - საქართველოს ბანკმა 55 დოლარის მოცულობის 10 წლიანი ინვესტიცია მოიზიდა. სუბორდინირებული სინდიცირებული სესხის ფარგლებში რესურსი განკუთვნილია ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტად კლასიფიცირებისთვის. ინვესტიციის მოზიდვით ბანკის კაპიტალისა და ლიკვიდურობის პოზიციები კიდევ უფრო გაუმჯობესდა, რაც ბანკს დაეხმარება COVID 19 თან ბრძოლაში.
ინფორმაციისთვის,
მოზიდული თანხა იმ 107 მილიონი დოლარობის მოცულობის 10 წლიანი სასესხო ხელშეკრულების
მორიგი ტრანშია, რომლის შესახებაც ხელშეკრულება გასული წლის დეკემბერში გაფორმდა. შეთანხმების
სინდიცირების აგენტია FMO - Dutch entrepreneurial
development bank. თავდაპირველი მონაწილეები აგენტთან ერთად არიან DEG - Deutsche Investitions-und Entwicklungsgesellschaft, Finnish Fund for
Industrial Cooperation Ltd., Obviam, Swedish Development Finance Institution -
Swedfund International AB, BlueOrchard
Microfinance Fund (BOMF) და Symbiotics Group.
კომენტარი