სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თამაზაშვილმა შს მინისტრად მისი დანიშვნის ჭორზე მეგობრებთან ერთად იცინა

მომილოცეთ და ღიმილის სიმბოლოები“ - ასე შეაფასა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ლექსო თამაზაშვილმა მისი შესაძლო დაწინაურების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. პოსტის კომენტარებში ამ ინფორმაციაზე ხუმრობენ თამაზაშვილის მეგობრებიც.

მოგვიანებით ლექსო თამაზაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვრცელი კომენტარიც გააკეთა.

"ეს არის სასაცილო ძაან უტვინო ადამიანის ან ადამიანების მიერ გავრცელებული ჭორი! ლექსო ჭიკაიძე წარმატებული მინისტრია და კიდევ დიდხანს გააგრძელებს თავის მოღვაწეობას! ის მკვლელობები რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში ერის ტკივილია და იმ ფსიქოლოგიური წნეხის გამოძახილი რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში ბოლო ათ წლეულები . ის , რომ ადამიანი არ მოკლა ან არ აწამო ამას პოლიცია ვერ ასწავლის ვერავის.. ! იმის ძახილი რომ შსს არ მუშაობს არასწორია, შსს-მ 11 დან 10 შემთხვევა გახსნა. სითბო და სიყვარული აღარაა ხალხში და ამის შედეგია ეს ყველაფერი..! და ეს ყოველი ჩვენთაგანის საქმეა და საზრუნავი ჩავიხედოთ გულებში და მივხვდებით რომ ეს ასეა! ვიზიარებ და მტკივა ყოველი მსგავსი შემთხვევა და მოგიწოდებთ ყველას რომ ერთად დავაბრუნოთ ჩვენს საზოგადოებაში სიყვარული და სითბო!" - წერს პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილის ცოლის ძმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა შს მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლონ. მის ნაცვლად კი შესაძლოა შს მინისტრის პოსტი თამაზ თამაზაშვილის შვილმა ლექსო თამაზაშვილმა დაიკავოს. შსს-ში კი განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100