სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას ნიშნავს ინი და იანი?

ინი და იანის მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს: სინათლე და სიბნელე, სიკეთე და სიბოროტე, ქალი და მამაკაცი.

ინი და იანი არის კონცეფცია აზიური, უფრო ზუსტად ჩინური ფილოსოფიიდან და გამოხატავს იდეას, რომ რაც არ უნდა ურთიერთსაწინააღმდეგო და პოლარული ჩანდნენ სხვადასხვა ძალები, ისინი მაინც ერთმანეთ დაკავშირებულ-დამოკიდებული არიან. ეს პრინციპი გამოიყენება თითქმის ყველა ჩინურ მიმდევრობაში: ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში, საბრძოლო ხელოვნებაში და ა.შ. ინი და ინანი ზოგჯერ მოიხსენიება ტაიჯის სახელით ტაოიზმში.

ვინ არ იცის ეს ცნობილი სიმბოლო, თუმცა, ცოტამ თუ იცის მისი მნიშვნელობა. (ასევე ადამიანების უმრავლესობამ არ იცის ინის და იანის სწორი, ან ზუსტი განმარტება). ის არაერთი კომპანიის სარეკლამო ლოგოც კი გaმხდარა, ისე რომ სულ არ ეხებოდა მათი კომპანიის არსს თავისი შინაარსით და სხვ.

თანახმად ძველჩინური წარმოდგენისა, სამყაროში არსებობენ ერთმანეთისაგან განუყოფელი საპირისპირო ძალები: ინ – წყვდიადი, ქალური, უარყოფითი; იან – ნათელი, კაცური, დადებითი.

ინი და იანი წარმოადგენენ ყოველი არსის ცვალებადობისა და განვითარების შემოქმედებით საწყისებს. ძვ. ჩინური წარმოდგენით, ეს ძალები არის ქაოსის თვისება, რომლებიც არსებობდა სამყაროს შექმნამდე. მათი მეოხებით ქაოსი იყოფა ორ ნაწილად: დადებითი ნაწილაკების მასად იან–ცი და უარყოფითი ნაწილაკების მასად – ინ–ცი. შედედების პროცესში იან–ცის მსუბუქი ნაწილაკები ზევით მიილტვიან, ხოლო ინ–ცის მძიმე ნაწილაკები – ქვევით ეშვებიან. თავად ცნება „ცი“ უღრმეს და ურთულეს შინაარსს მოიცავს. „ცის“ ცნებაში ჩინური წარმოდგენა გულისხმობს არა მხოლოდ მატერიალურ სუბსტანციას, არამედ რაღაც სულიერ საწყის ელემენტაბსაც. ეს არის სამყაროს სული, რაც არ ექვემდებარება გრძნობებს, თუმცა ამასთან იგი მატერიალურიცაა. იგია ქაოსი, ხოლო მასში წესრიგი შეაქვს დაოს. ამრიგად, როცა არაცხადიერი მასა „ცი“ გაიყო, ნაწილაკებისაგან (იან) წარმოიქმნა ცა, ხოლო დაბინდილი ნაწილაკებისაგან (ინ) მიწა.

ცისა და მიწის წარმოშობის შემდეგ ისინი ასხივებენ თავთავიანთ შესაბამის „ცის“. ცა ასხივებს დადებით ნაწილაკებს – იან–ცის, ხოლო მიწა უარყოფით ნაწილაკებს ინ–ცის. მათი ურეთიერთქმედებით წარმოიშობა სიცოცხლე, ადამიანი და ყოველი არსი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100