სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილმა "მტკვარი ჰესი" გაყიდა - აბესაძე

ივანიშვილმა "მტკვარი ჰესი" გაყიდა - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში კორუფციის მკვლევარი, ირაკლი აბესაძე ავრცელებს.

აბესაძე ამბობს, რომ ივანიშვილი ამ გზით რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს "გააქეშებს".

"რატომ ყიდის ივანიშვილი მომგებიან ბიზნესს, ასევე ქონებას, რომელსაც ათწლეულები აგროვებდა?! აშკარაა, რომ არჩევნებზე ივანიშვილი ყველანაირ ბინძურ მეთოდს გამოიყენებს, მის მორჩილებაში მყოფ სტრუქტურებს ბევრ დანაშაულს ჩაადენინებს და ყველაფრის ფასად ეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, თუმცა, როგორც ჩანს, თავისთვის მაინც აქვს გონებაში გეგმა ,,ბ” - ჰოდა წასვლისას ქეში ჯობია, ჰესს ვერ წაიღებ…აი დანაშაულის ჩამდენ ჩინოვნიკებს და კრიმინალებს ნამდვილად აღარავინ ეყოლება ,,მიმხედავი”, - წერს აბესაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100